10-05-2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 635 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 309 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4896 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 444 ადამიანი რჩება.