10-05-2020
“ამ ეტაპზე ომი მოვიგეთ ” – ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ კორონავირუსით ინფიცირებული 150 პაციენტი მოხვდა.
” ჩვენ ქვეყანას ძალიან ბევრი, კარგი, განათლებული ექიმი ყავს და ვოცნებობ, რომ ჩემი ქვეყანა მოწინავე რიგებში იდგეს, რადგან ეს ქვეყანა ამას იმსახურებს, პირველ რიგში წარსულით. ძალიან მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ამ დარგში პირველი გამოჩნდეს. ყოველთვის უნდა გვქონდეს უკან დასახევი სიტყვა, მაგრამ ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მედიცინამ კორონაინფექციაზე გაიმარჯვა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 635 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 12 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 309-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ათი პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 4717 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 452.