გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სესიაშვილი: უკრაინელები სააკაშვილის რეალურ სახეს მალე დაინახავენ

10-05-2020

„როდესაც ჩვენ, ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ამ რჩევას ვაძლევდით და ამ პოზიციას ვაფიქსირებდით, თავისთავად ცხადია, ჩვენი ეს შეშფოთება იყო აბსოლუტურად ლოგიკური, ვინაიდან, როცა გინდა მეგობარს დაეხმარო, მას უნდა უთხრა სიმართლე და ასეც მოვიქეცით.მე იმედი მაქვს, რომ უკრაინელები სააკაშვილის რეალურ სახეს ძალიან მალე დაინახავენ“,-განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველო და უკრაინა წლების განმავლობაში სამაგალითო პარტნიორი ქვეყნები არიან და ორივე ქვეყანას აქვს საერთო მიზნები და სწორად აქვს გააზრებული ამ პარტნიორობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა. მისივე თქმით, საქართველოს ვალდებულება იყო მეგობარი ქვეყნისთვის რჩევის მიცემა ადამიანზე, რომელიც ეჭვმიტანილი და ბრალდებულია მთელ რიგ მძიმე საქმეებში.

„თავისთავად ცხადია, ჩვენ, უკრაინასთან ერთად, საერთო მიზნების გზაზე კვლავაც ერთმანეთს გვერდში დავუდგებით. თუმცა, ცხადია, არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ ავანტიურისტი პოლიტიკოსი, უკრაინაში, ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, რაიმე ფორმით, რაიმე გადაწყვეტილებას იღებდეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი თანამდებობა ასეთ შესაძლებლობებს ვერ იძლევა. თუ უკრაინის ხელისუფლებას, ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ გარკვეული სურვილი, რომ სააკაშვილი რაღაც თანამდებობაზე დაენიშნათ, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ამავდროულად, ჩვენი ვალდებულებაა, მეგობარს ვუთხრათ და შევახსენოთ, რომ ეს ადამიანი ბრალდებულია საქართველოს სასამართლოს მიერ, მის მიმართ გამოტანილია განაჩენი, მისი მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებები ღიად ხელმისაწვდომია ინტერნეტ-სივრცეში, არ ჭირდება ამას რაიმე დამატებითი გამოძიება. ცხადია, ეს კარგად იცის საერთაშორისო საზოგადოებამაც.

სააკაშვილის ქცევა უკრაინაში არის პოლიტიკური ავანტიურა და მე დარწმუნებული ვარ, ამას ძალიან მალე დაინახავს პრეზიდენტიც. ადგილობრივ პოლიტიკოსებს ეს ძალიამ კარგად ესმით. ერთია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პარტნიორობაზე, პარტნიორობა და მეგობრობა არის ორმხრივი. როდესაც ჩვენ ჩვენს მეგობრებს ვეუბნებით, რომ თქვენთვის კარგი გვინდა და ეს არის აბსოლუტურად ღია განაცხადი და არავითარი ჩარევა სხვა ქვეყნის საქმეში ეს არ არის. განპირობებულია იმით, რომ ჩვენს პარტნიორ ქვეყანას სწორი გადაწყვეტილება მიეღო და რამე შეცდომა არ დაეშვა. ძალიან კარგია, რომ მისი საკითხი აღარ იქნა განხილული ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, ეს გაცილებით საშიში იქნებოდა უკრაინისთვის. საქართველოსთვის რაც მან მავნებლობა ჩაიდინა ის წარსული ნამდვილად ვერ დაბრუნდება, ამის გარანტიაა ჩვენი ხალხი და საზოგადოება. უკრაინას სამწუხაროდ აქვს ის განსაცდელი, რომ მის პროვოკაციულ მოქმედებებს უცქიროს“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930