გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თვითიზოლაციის რეჟიმში გადასვლას არ აპირებს

11-05-2020

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი თვითიზოლაციის რეჟიმში გადასვლას არ აპირებს მას შემდეგ, რაც მის პრესმდივანს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის აპარატში განაცხადეს, დღეს ის თეთრ სახლში ყოფნას გეგმავს.

ვიცე-პრეზიდენტის აპარატში ასევე აღნიშნეს, რომ მაიკ პენსი თეთრი სახლის სამედიცინო სამსახურის რჩევებს შეასრულებს, თუმცა კარანტინში არ გადავა.

„გარდა ამისა, ვიცე-პრეზიდენტი კორონავირუსზე ტესტს ყოველდღიურად აბარებს და მისი შედეგები უარყოფითია“, - განაცხადეს თეთრ სახლში.

8 მაისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის აპარატის თანამშრომელს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930