გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ოქტომბერი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, „ქართული ოცნება“ სრულ მზადყოფნაშია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს

11-05-2020

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის სრულ მზადყოფნაში, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძე ამბობს, თუ საარჩევნო ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, ეს მათი პასუხისმგებლობაა და არჩევნები ძველი სისტემით ჩატარდება.

„რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, არის სრულ მზადყოფნაში, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს, არის სრული მობილიზება, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს.

თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, ეს, რა თქმა უნდა, იქნება მათი პასუხისმგებლობა და მოგვიწევს არჩევნების ჩატარება იმ საარჩევნო სისტემით, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ტარდებოდა ქვეყანაში“,- განაცხადა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031