გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საცალო ბაზრის ფუნქციონირების აღსადგენად სურსათის ეროვნული სააგენტო მონიტორინგს ატარებს

11-05-2020

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცალო აგრარული ბაზრის (შპს „ბეტა“) მოვაჭრეებს შეხვდნენ და კიდევ ერთხელ განუმარტეს ის რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა ბაზრის ფუნქციონირებისთვის. ამ დროისათვის მუშაობს შპს „ბეტას“ საბითუმო ბაზარი, ხოლო საცალო ბაზრის მოვაჭრეები საქმიანობის გაგრძელებას მოითხოვენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე აგრარული ბაზრის ადმინისტრაციას შეხვდა და ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რათა მოვაჭრეებმა უმოკლეს პერიოდში შეძლონ საქმიანობის განახლება. ბაზრის ადმინისტრაცია და პერსონალი გამოთქვამს მზადყოფნას, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და განახორციელონ შესაბამისი სარეაბილიტაცო სამუშაოები.

დღეისათვის დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ უკვე ფუნქციონირებს საბითუმო და საცალო აგრარული ბაზრები.

სურსათის ეროვნული სააგენტო უსაფრთხოების წესებისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031