გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა კარანტინის 50 დღე შეაჯამა

11-05-2020

50 დღეა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საკარანტინო მდგომარეობის პირობებში უწევს ცხოვრება. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის კორნავირუსი 121 მოქლაქეს დაუდგინდა. აქედან 32 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა. თვითიზოლაციაში იმყოფება 145 - ადამიანი, კარანტინში-97.

 

საბედნიეროდ, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი ჩვენს მუნიციპალიტეტში იკლებს, რაც დამაიმედებელია და საკარანტინო წესების ზედმიწევნის შესრულების შემთხვევაში, საშუალებას გვაძლევს ბოლნისში მთელი რიგი შეზღუდვები დროულად მოვხსნათ.

 

ბოლნისის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადაწყვეტილებით, კონტროლირებადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სოფლ ქვემო ბოლნისში მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა რამდენიმე დღეა აღარ მოქმედებს. თუმცა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩაკეტილ ზონად კვლავ რჩება ქალაქი ბოლნისი, დაბა კაზრეთი, სოფლები: რაჭისუბანი, ბალიჭი, ხატისოფელი, მუშევანი და სავანეთი. ვინაიდან კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდგომ ამ ტერიტოტრიებსაც მალე გავხსნით.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში უახლოეს დღეებში რამდენიმე მიმღები ცენტრი მოეწყობა სადაც კორონავირუსზე რისკჯგუფებში მყოფი მოქლაქეები მასიურად შემოწმდებიან, ეს პროცესი სოფელ მუშევანიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ სოფელ გეტაშიც სადაც ბიოლოგიური ნიმუშების აღება ხდება.

 

აქტიურად ვაგრძელებთ მოწყვლადი კატეგორიის მოქალაქეების დახმარებას. ამ ეტაპისთვის მერიის მიერ შეძენილი და კერძო პირების მიერ შემოწირული 14, 837 სასურსათო პაკეტი დავარიგეთ. ეს პროცესი გაგრძელდება და მუნიციპალიტეტი ყველა ბენეფიციარს სურსათით კვლავ აუცილებლად დაეხმარება.

 

ჩვენს მუნიციპალიტეტში უკვე განახლდა ინფრასტრუქტურული პროექტები. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ობიექტების ზედამხედველობას აქტიურად აწაროებენ, რათა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი უსაფრთხოების ყველა წესი ზედმიწევნით იქნეს შესრულებული. მუნიციპალიტეტში ასევე აქტიურად მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება. ჩვენი ფერმერები საგაზაფხულო სამუშაოებს შეფერხების გარეშე ახორციელებენ.

 

ეტაპობრივად მიმდინარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან იმ მოქალაქეების გაყვანა, რომლებიც მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებულები არიან და კარანტინის გამოცხადებისას აქ მოუწიათ ყოფნა. მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეების გადაყვანა სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსითა და კარანტინით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით ხდება. პირები, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტს დატოვენებ სავალდებულო კარანტინს გაივლიან. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 394-მა მოქალაქემ უკვე დატოვა.

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ჩვენს მოქალაქეებს შესაბამის ინფორმაციას ვაწვდით და მათ ნებისმიერ პრობლემაზე სხვადასხვა სამსახური დროულ რეაგირებას ახდენს. მუნიციპალიტეტში ასევე მიმდინარეობს იმ პირების ბაზის შექმნა, ვისი სოციალური მდგომარეობაც საგანგებო მდგომარეობის გამო გაუარსედა. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საინფორმაციო კამპანიას კორონავირსუსის სიმპტომების, მისგან თავის დაცვისა და საკარანტინო წესების შესახებ, ინფორმაციის მიწოდება ეთნიკურად დასახლებულ სოფლებში ორ ენაზე აზერბაიჯანულად და სომხურად ხდება.

 

ვიმედოვნებ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული საკარანტინო რეჟიმი მალე მოიხსნება, თუმცა ამ მიზნის წარმატებით განხორციელებაში თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ, დავიცვათ ყველა წესი, რეკომენდაცია და გავუფრთხინდეთ ჩვენსა და ერთმანეთის ჯანმრთელობას!

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930