12-05-2020
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული 5 პაციენტი პეტერბურგის ერთ–ერთ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა. ამის შესახებ TACC რუსეთის საგანგებო სამსახურებიდან საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
კლინიკიდან დაახლოებით 150 ადამიანია ევაკუირებული, ხანძარი ლოკალიზებულია. წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, ხანძრის კერა სუნთქვის აპარატი გამხდარიყო.
რამდენიმე დღის წინ, ხელოვნური სუნთქვის აპარატის გაუმართაობა მოსკოვის კლინიკაში გახდა ხანძრის მიზეზი, რასაც ერთი ქალი ემსხვერპლა.