გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: აგრარული პროცესი არ უნდა გაჩერდეს არცერთი წამით, სოფლად ფერმერებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა და არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა

12-05-2020


აგრარული პროცესი არ უნდა გაჩერდეს არცერთი წამით, სოფლად ფერმერებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა და არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

პრემიერ-მინისტრმა, სოფლის მეურნეობის მინისტრს, ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ლევანს, შთამბეჭდავი ციფრები და კარგი ნამუშევარია. ეს არის ჩვენი და ამ პროგრამის მიზანი. გარდა ამისა, შემდეგი მიზანი, რაც სისტემური გამოწვევაა სოფლის მეურნეობის დარგისთვის ეს არის დარგის ინდუსტრიალიზაცია, ჩვენ გვჭირდება ინდუსტრული სოფლის მეურნეობა და რა თქმა უნდა პროდუქტიულობის ზრდა. ეს ის გამოწვევებია, რომლებსაც ჩვენ წლებია ვებრძვით, სადაც გარკვეული წარმატებები გვაქვს, ძალზედ მნიშვნელოვანი, თუნდაც ის რაც ლევანმა თქვა აგროსასურსათო დეფიციტის ბალანსი ქვეყანაში, რომელიც იყო 900 მილიონი დოლარი და დღეს 350 მილიონ დოლარამდეა ჩამოყვანილი. ელემენტარული სხვაობა ქვეყნის სასოფლო სამეურნეო პროდუქტების ინპორტსა და ექსპორტს შორის. ეს არის გამოწვევა, რომელსაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, ეს არის ის გეგმა, რომელიც შეიმუშავა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მთავრობამ. ერთადერთი რაც უნდა ვუთხრათ და მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, სანამ პროგრამის დეტალებზე დავიწყებთ მსჯელობას, შევიძინოთ ქართული პროდუქტები, ქართული პროდუქტები, რომელიც ხდება უფრო და უფრო ხარისხიანი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი აგროსასურსათო უსაფრთხოების დაკმაყოფილების შემდგომ, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტები იყოს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ეს შეგვიძლია და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930