გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სიტყვა დამადებინა, რომ მის საფლავზე სიგიჟე არ ჩამედინა – როგორ უწოდეს 17 წლის ბერს ანდრია

12-05-2020

დღეს მართლმადიდებლური სამყარო ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

 

სარეცელს მიჯაჭვული 17 წლის ნუგზარ მილორავა 2011 წლის 13 აპრილს უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის, მეუფე იაკობისა და მეუფე შიოს კურთხევით, ბერად აღკვეცეს. სახელად კი წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელი დაანათლეს.

 

ბერი ანდრია მარტყოფის მამათა მონასტრის ეზოშია დაკრძალული. საფლავი სადა და მინიმალისტურია, როგორც გარდაცვალებამდე დედას დაუბარა, ისეთი.

 

დედა თინათინ ჩხვიმიანი შვილის საფლავზე კვირაობით დადის. პანდემიისას, ბუნებრივია, ამას ვერ ახერხებდა.

 

დღეს კი, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, ის თავის მეუღლესთან ერთად ერთადერთი შვილის საფლავზე მიემართება.

 

დედა თინათინმა “პრაიმტაიმთან” გაიხსენა, თუ როგორ ეწოდა ბერად აღკვეცილ ნუგზარს მამა ანდრია.

 

მადლობა, ღმერთო, ასეთ დღეში რომ ...

 

დედა თინათინ ჩხვიმიანი: – როდესაც იღუმენმა მამა შალვა შენგელიამ (მარტყოფის მამა მონასტრის წევრია) პატრიარქისგან კურთხევა აიღო, რომ ბერად აღეკვეცათ მამა ანდრია, რა დავარქვაო, ჰკითხა. პატრიარქმა უთხრა, უფალი განიშნებსო.

 

მამა შალვას ანდრია პირველწოდებული უყვარს და მისი დარქმევა უნდოდა. და იმ დღეს, სანამ მამა შალვა ონკოლოგიურში მოვიდოდა აღსაკვეცად, გზაზე სამი სასულიერო პირი შეხვდა – სამივეს ანდრია ერქვა… უცებ პატრიარქის სიტყვები გაახსენდა. ეს უფლისგან ნიშანი იყო.

 

და როდესაც სახელის დარქმევის მომენტი დადგა, გაუაზრებლად, უცებ უწოდა ანდრია.

 

როდესაც აღკვეცეს და მისალოცად მივედი – დე, გილოცავ-მეთქი, ვუთხარი. გამისწორა, დე არა, აწი უკვე მამა ანდრია ვარო… თან გამიღიმა.

 

მას შემდეგ მაინც მეშლებოდა და “დე”-თი მივმართავდი, ზოგჯერ. მამამისს არასოდეს შეშლია. ბერად აღკვეცის შემდეგ “შვილოთი” არასდროს მიუმართავს, მამაოთი მიმართავდა და მე ცოტა ვეჭვიანობდი, “ვბრაზდებოდი”…

 

Adjara TV - სტუმარი:დედა თინათინ -„ბერი ...

 

ზებუნებრივი გრძნობაა, როდესაც შვილს “მამაოთი” მიმართავ.

 

 

აი, ახლა მე და ჩემი მეუღლე მივდივართ, დავჯდებით მამა ანდრიას საფლავზე, მოვეფერებით, მივულოცავთ, ცოტა ხანი დაველაპარაკებით და წამოვალთ.

 

მამა ანდრიას დღესასწაულებზე თაიგულებს ჩუქნის ქეთი ბაძაღუა. ისიც ჩვენსავით აფხაზეთიდანაა. გავუვლი მაღაზიაში, მომცემს სპეციალურად მამა ანდრიასთვის დამზადებულ თაიგულს და წავიღებ.

 

მამა ანდრიას იები და მინდვრის ყვავილები უყვარდა. როგორი უბრალო და უნიკალურიაო, ამბობდა მინდვრის ყვავილებზე.

 

გრანდიოზული არაფერი უყვარდა. გარდაცვალებამდე სიტყვა დამადებინა, რომ მის საფლავზე “სიგიჟეები” არ ჩამედინა და მარმარილოს ქვები არ დამედგა.

 

უბრალო ქართული ბაზალტის ქვა ადევს გულზე. მეც ასე, ვცდილობ მისი საფლავიც მინიმალისტურად იყოს.

 

გული მწყდება, რომ მაინცდამაინც ვერ ვიცლი მისი საფლავისთვის. არ არის ისეთი, როგორიც მინდა რომ იყოს. თუმცა ზუსტად ვიცი, რომ მას ეს უხარია.

პრაიმტაიმი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930