12-05-2020
მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ ნაკრაში ახალგაზრდა ბიჭი ხევში გადაიჩეხა. მესტიის მერის კახა ჟორჟოლინის ინფორმაციით, შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.
მამაკაცი ფეხით გადაადგილდებოდა და მარტო იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, ის მთის მცენარის საკრეფად იყო წასული. მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო არკვევს.
ამ წუთებში ცხედრის ამოყვანას ცდილობენ.