12-05-2020
„არ შეიძლება არ აღინიშნოს იუსტიციის სამინისტროს აქტიური მუშაობა სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის კუთხით. ჩვენ გვაქვს სწორი მეთოდოლოგია. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 7 წელიწადში რეგისტრირებულია უფრო მეტი მიწის ნაკვეთი, ვიდრე წინა 25 წლის განმავლობაში, ჩვენი დამოუკიდებლობის დროიდან. ეს პროცესი, სავარაუდოდ, 3-4 წელიწადში უნდა დასრულდეს. ვფიქრობთ, რომ დაურეგისტრირებელი ნაკვეთები წლის განმავლობაში დარეგისტრირდება და მეტი ფერმერი ჩაერთვება სახელმწიფო პროგრამებში.
მიწის რეგისტრაცია არის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ბმაშია ჩვენს პოლიტიკასთან და ამ პოლიტიკის თანამიმდევრულობას უსვამს ხაზს - ჩვენ ვახორციელებთ რეგისტრაციას, როგორც აუცილებელ პირობას და ვაყალიბებთ პროფესიონალი ფერმერების კატეგორიას”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საბჭოს სხდომაზე სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარდგენის დროს.