13-05-2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 647 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 372 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4373 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 386 ადამიანი რჩება.