გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის რადიკალური ნაწილი შეთანხმების ჩასაგდებად ემზადება

13-05-2020

„ოპოზიციასაც აქვს ამ შეთანხმებით აღებული ვალდებულება მხარი დაუჭიროს საკანონმდებლო ცვლილებების. რომ დავინახეთ, ხმის მიცემას ეს ხალხი არ აპირებს და უნდათ საკონსტიტიუციო ცვლილებების ჩაგდება, შემდეგ კი ამ პასუხისმგებლობის ჩვენზე გადმობრალება, ამიტომ გავაკეთეთ საჯარო განცხადება. აშკარად იკვეთება, რომ მათ არ აწყობთ ნორმალური არჩევნები და ეძებენ მიზეზებს შეთანხმების ჩასაშლელად. მათ გეგმა არის არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა და დესტაბილიზაცია, შედეგების დელეგიტიმაცია, რომ არჩევნების მიმართ ნდობა იყოს ნულოვანი. საჯარო განცხადება გავაკეთეთ იმიტომ, რომ ოპოზიციას ჰქონდა განცდა, რომ ფასილიტატორი ელჩები იგივეს იტყოდნენ, რასაც თვითონ ამბობდნენ, თითქოს პატიმრების გათავისუფლება იყო შეთანხმების ნაწილი. როგორც ვნახეთ ეს ასე არ მოხდა“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პასუხი ოპოზიციის ამ ქმედებაზე ნათელია. მისი თქმით, ოპოზიციამ დაინახა, რომ აქვს ძალიან დაბალი ლეგიტიმაცია და შესაბამისად დემოკრატიული არჩევნებით, შეთანხმებით, ნორმალური პოლიტიკური პროცესით ნორმალურ შედეგს ვერ მიაღწევენ.

„მათ არ აწყობთ, რომ ქვეყანაში გამოჩნდეს, რომ პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო კონსენსუსის საფუძველზე. რატომ არ აწყობსთ, ამაზე პასუხი დევს ხელის გულზე. არ აწყობთ იმიტომ, რომ დღეს აქვთ ძალიან დაბალი მხარდაჭერა, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ერთი ლიდერიც კი არ ყავთ, ვისაც ხალხი ენდობა და პირდაპირ აირჩევს, რომელსაც შეუძლია სოფელში, ქალაქში, რაიონში მისვლა და ხალხის დარწმუნება, რომ მას მისცენ ხმა. ყველას ახსოვს პიროვნულად ეს ადამიანები რას აკეთებდნენ, როგორ ჩაგრავდნენ ადამიანებს და აკეთებდნენ უსამართლობას. არ აწყობთ იმიტომ, რომ დაინახეს, დემოკრატიიული არჩევნებით, ცივილური შეთანხმებით, ნორმალური პოლიტიკური პროცესით ნორმალურ შედეგს ვერ მიირებენ, დაინახეს, რომ აქვთ ძალიან დაბალი ლეგიტიმაცია. მათ უნდათ ამ მოლაპარაკების ჩაშლა და ჩვენ ზუსტად ამიტომ გამოვედით და საჯაროდ გავაკეთეთ განცხადება, რომ დაგვეფიქსირებინა პოზიცია“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930