გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ბიურო ვერიტასის“ წარმომადგენელი: "საძელეზე" მომხდარი ინციდენტი სისტემურ გაუმართაობას არ უკავშრდება

23-03-2018

„ბიურო ვერიტასის“ წარმომადგენლის, უგურ კარამანის განცხადებით, გუდაურში მომხდარი ინციდენტი სისტემურ გაუმართაობას და მექანიკურ დეფექტს არ უკავშრდება. 
ამის შესახებ კარამანმა 16 მარტს გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
„ჩვენ მიერ ჩატარებული 3-დღიანი ინსპექტირებისა და მოკვლევის შედეგად, მივედით დასკვნამდე, რომ „საძელეზე“ მომხდარი შემთხვევა არ უკავშირდება სისტემურ გაუმართაობას და მექანიკურ დეფექტს, ვინაიდან მოწყობილობა სისტემურად იყო გამართული“ - განაცხადა კარამანმა. 

პრესკონფერენციაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით „ბიურო ვერიტასის“ მიერ მომზადებული დამოუკიდებელი დასკვნა წარადგინა. 
უგურ კარამანის განცხადებით, ინციდენტი გამოიწვია ოპერატორის შეცდომამ. 
„ძაბვის ვარდნის შემდეგ, ოპერატორმა არასწორი ქმედებები და ნაბიჯები განახორციელა, რამაც გამოიწვია სისტემის უკუსვლა და შესაბამისად, მოხდა ინციდენტი. მინდა მწუხარება გამოვხატო გუდაურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. იმედს გამოვთქვამ, რომ ყველა დაშავებული მალე სრულად გამოჯანმრთელდება“, - განაცხადა უგურ კარამანმა. 
„ბიურო ვერიტასის“ წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას მჭიდრო თანამშრომლობისთვის მოკვლევის პროცესში
„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, რომელმაც სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა მოკვლევის პროცესში. მადლობა მათ გაწეული თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა უგურ კარამანმა. 
16 მარტს გუდაურში საბაგიროზე მომხდარი ინციდენტის ტექნიკური ინსპექტირების და მიზეზების დადგენის მიზნით, საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტული კომპანია „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოწვევით იმყოფებოდნენ. 
„ბიურო ვერიტასი“ 1828 წელს წელს დაარსებული, მსოფლიოში ლიდერი კომპანია ტესტირების, ინსპექტირებისა და სერტიფიცირების მიმართულებით, რომელსაც აქვს საბაგირო ლიფტების შემოწმებისა და ექსპერტიზის სპეციალური ქვედანაყოფი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930