14-05-2020
საქართველოს ექსპრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რომელიც მან თურქულ ტელეკომპანია TRT-სთან ინტერვიუში 2014 წლის იანვარში გააკეთა, ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს ყველაზე კარგად გაუგო და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება მოახდინა:
"საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით წარმატებული ქვეყანაა და უპირველესად, ამის მიზეზი არის ხალხი, რადგან ხელისუფლების ასეთი მშვიდობიანი ცვლილება, რაც სრულად შეესაბამებოდა ევროპულ სტანდარტებს, იყო ქართველი ხალხის ნება.
ეს ნება ყველაზე კარგად გაიგო და შეასრულა ჩვენმა პოლიტიკურმა კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" და, უპირველეს ყოვლისა, მისმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. მან ზუსტად გაუგო ქართველ ხალხს, თუ რა ფორმით, მშვიდობიანად გვსურდა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გაგრძელება.
ბუნებრივია, ეს ცვლილება მხოლოდ პოტენციალის შემცველია ჩვენთვის, რადგან ახლა ბევრად გახსნილი ვართ, როგორც მედიის, ისე ბიზნესისა და პოლიტიკური სისტემის თვალსაზრისით, არა მარტო ჩვენი, არამედ სხვა ქვეყნების მოსახლეობისთვისაც"-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
წყარო: გაზეთი "ვერსია"