14-05-2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 652 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 383 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4246 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 394 ადამიანი რჩება.