14-05-2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-12 პაციენტი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 652 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 383 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4246
ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 394 ადამიანი რჩება.