გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოჭორიშვილის კლინიკაში 5 გამოჯანმრთელებულიდან 2 მოზარდია

14-05-2020

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსისგან 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 45 კოვიდინფიცირებული პაციენტია, მათ შორის 1 ახალი.

„დღეს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 55 პაციენტი. აქედან COVID-19-ის დიაგნოზი დადასტურებული აქვს 45-ს. 18 წლამდე ასაკის პაციენტია 7. გვაქვს 5 გამოჯანმრთელება: 3 მოზრდილი და 2 მოზარდი. გვყავს 1 ახალი პაციენტი, რომელიც გადმოყვანილია მცხეთის საავადმყოფოდან, გადმოყვანილია დადასტურებული დიაგნოზით. მისი მდგომარეობა საყურადღებოა. საყურადღებოა კვლავ 4 პაციენტის მდგომარეობაც, დანარჩენი პაციენტების დაავადების სიმძიმე საშუალოა“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 652 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფექციას სულ 11 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930