14-05-2020
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით გადაცვლილი მეთორმეტე პაციენტი 81 წლის ქალია, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ქართულ-გერმანული კლინიკიდან 12 აპრილს გადაიყვანეს. ტურძელაძის თქმით, პაციენტს მკურნალობის შედეგად კორონავირუსი აღარ უდასტურდებოდა, მაგრამ სხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებების გამო მისი მდგომარეობა დამძიმდა და გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
„81 წლის ქალბატონი ჩვენთან შემოვიდა 12 აპრილს ქართულ-გერმანული კლინიკიდან, უკვე აპარატულ სუნთქვაზე კორონადადასტურებული. ჩვენთან მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში, უმძიმესი პაციენტი გახლდათ, ცოტა უკეთ გახდა და გვეგონა, მისი აპარატიდან მოხსნა შესაძლებელი იყო, მაგრამ შემდეგ ისევ დამძიმდა. 29 აპრილს ორჯერადი ტესტირებით კორონა უკვე აღარ ჰქონდა, მაგრამ პაციენტი იყო ძალიან მძიმე თავისი ქრონიკული დაავადებებით, ესენია: არტერიული ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის ყველა სარქველის უკმარისობა, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვების ორმხირივი დაზიანებით, სეფსისი, სეპტიცემია, პოლიორგანული უკმარისობა და გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით, გულის გაჩერებით, იყო უმძიმესი ქალბატონი, ვეღარ შევძელით მისი განკურნება”, - განაცხადა ტურძელაძემ.