14-05-2020
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა უზუგბაიას განცხადებით, დღეს კორონავირუსის დადასტურებული 5 ახალი შემთხვევა ცნობილ კლასტერს უკავშირდება. 5-ვე მათგანი სხვადასხვა კლინიკაში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანას კიდე 11 გამოჯანმრთელებული პაციენტი ყავს და სულ ჯამში მათი რიცხვი 383-ს შეადგენს.
"გუშინ დილის მონაცემებით გვყავდა 647 შემთხვევა, დაგვემატა 5 და ამ ეტაპზე გვყავს 652 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების ციფრი იყო 372 და დაემატა 11, ახლა არის 383. ამ ეტაპზე, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 258 პაციენტი და ეს რის დაახლოებით 39%. დადასტურებული პაციენტების მხოლოდ 39% არის ამჟამად სტაციონარებში. ეს 5-ვე პაციენტი არის ცნობილი წყაროდან და ესენი ყველანი იყვნენ საკარანტინო სივრცეში, იქიდან არიან გადაყვანილები სხვადასხვა კლინიკაში. ჩვენთან ამ 5 პაციენტიდან არც ერთი არ არის შემოყვანილი," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, კლინიკაში მოთავსებული ერთი პაციენტის მდგომაროება კრიტიკულია, თუმცა სტაბილური. მარინა ეზუგბაიას თქმით, აღნიშნული პაციენტი სწორედ ისაა, რომლის შემთხვევაში ე.წ. პლაზმა გამოიყენეს.
"ჩვენს ცენტრში რჩება უცვლელი სიტუაცია. 33 დადასტურებული პაციენტი გვყავს, გამოჯანმრთელებული დღეს ჩვენ არ გვყავს, გვრჩება იგივე რაოდენობა. მძიმე პაციენტების სტრუქტურაც შეგვეცვალა. ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს და შემიძლია ვთქვა, რომ დღესაც სტაბილური სიტუაციაა, მაგრამ ჯერ პროგნოზზე ვერ ვილაპარაკებ. მძიმე პაციენტები აღარ გვყავს, ძირითადი პაციენტები საშუალო სიმძიმის არიან," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.