14-05-2020
რაჭაში ჰესის აშენებას გერმანიაში მოღვაწე ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
„რაჭას არ დავთმობთ! აქციებს გავმართავთ და არ მოგცემთ რაჭის და რიონის განადგურების უფლებას! კარგად დაიმახსოვრეთ ეს და გაითავისეთ“, – წერს რაჭველიშვილი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ არხზე გავდია სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო, რომ შესაძლოა, რაჭა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან ონის კასკადის მშენებლობის ნებართვა გაიცა.
მდინარე რიონი, მალე მილებში მოექცევა და კალაპოტიდან მთების სიღრმეში გადაინაცვლებს.