გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ ფარიზში ასფალტო-ბეტონის გზის დაგების მოსამზადებელი და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

14-05-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საკარანტინო მდგომარეობის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, სოფელ ფარიზში გზის მოწყობისა და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა.

 

სოფელში, 500 გრძივ მეტრზე, ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება, ინფრსატრუქტურული პროეტის ფარგლებში, ასევე 400 გრძივ მეტრზე სარწყავი არხის რეაბილიტაციაც მოხდება. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით ხორციელდება. პროექტის სრული ღირებულება 369 999 ლარს შეადგენს.

 

ინფრასტრუქტურული სამუშაო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება.

 

2020 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 120 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით 12 მილიონი ლარი დაიხარჯება.

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში კარანტინის მიუხედავად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა აქტიურად განახლდა. დღეს სოფელ ფარიზში გზის მოწყობის სამუშაოები დავათვალიერეთ. სოფელში ასევე სარწყავი ქსელის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ თანადაფინასებით ხორციელდება და მისი ღირებულება 369 999 ლარს შეადგენს. პანდემიის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ობიექტებზე უსაფრთხოების დაცვა, ჩვენი მუნიციპალური სამსახურები ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას პერმანენტულ კონტროლს ახორციელებენ რათა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნეს შესრულებული. 2020 წელს ადგილობრივი ბიჯეტის, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა” და „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ დაფინანსებით, ჩვენს მუნიციპალიტეტში დაახლოებით 12 მილიონი ლარის ღირებულების 120 ინფრსტრუქტურული პროეტის განხორციელება იგეგმება. წელს მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რებილიტაცია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის შექმნა და გარე განათების ქსელის მოწყობა“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031