გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტრამპი: გლობალიზაციის ეპოქა დასრულდა

14-05-2020

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, გლობალიზაციის ერა დამთავრდა. ამის შესახებ Reuters იტყობინება.

"ახლა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამერიკაში",- აღნიშნა აშშ-ს ლიდერმა.

მისი თქმით, ამერიკა ჩინეთისთვის სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს, თუ ის კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიებაზე უარს იტყვის. შესაბამისი კანონპროექტი რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა მოამზადა. როგორც ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი ამ კანონპროექტს უეჭველად განიხილავს.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930