გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აზერბაიჯანში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

14-05-2020

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი 121 ადამიანს დაუდასტურდა, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა გარდაცვლაების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 2 879 შეადგინა. დაიღუპა 35 ადამიანია, გამოჯანმრთელდა 1 833 პაციენტი.

აზერბაიჯანში 4 მაისიდან კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილება დაიწყო. ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი 31 მაისამდე გაახანგრძლივა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031