14-05-2020
არც ერთ პარტიას არ მივეკუთვნები, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობამ შეუძლებელი გააკეთა, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.
„საქართველოს მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროსთან, ბატონ თენგიზთან ერთად შეუძლებელი გააკეთა და ამისთვის მათ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი. თითოეული ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან გადაიდგა - ადეკვატური იყო. მთავრობამ ამოცანა დასვა და დღეს ამ ამოცანის პასუხს ვიგებთ და ამის ერთ-ერთი მაგალითია ინფიცირებულების, გამოჯანმრთელებულების და ლეტალობის რაოდენობა. სადაც არ უნდა ვიყო, ყველაგან შემიძლია ვთქვა, რომ ეს კარგი შედეგი 100%-ით საქართველოს მთავრობის და სახელმწიფოს ყველა ჯაჭვის დამსახურება“, - აღნიშნა რატიანმა.
ქვეყანაში კორონავირუსი 652 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა