14-05-2020
ონის მუნიციპალიტეტში სანიაღვრე არხების წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
ქალაქ ონში დგვარელის, ქაფიანიძის, ყაზბეგის, რევაზ ჯაფარიძის, მინდელის, უჩა ჯაფარიძის, და ჩაჩაშვილის ქუჩებზე სანიაღვრე არხების წმენდის სამუშაოები დასრულდა.
აღნიშნული სამუშაოები მერის წარმომადგენელმა ქალაქ ონში ლევან შერაზადიშვილმა მოინახულა.
როგორც მერიაში აცხადებენ, სანიაღვრე არხების წმენდის სამუშაოები ქალაქ ონის სხვა ქუჩებზეც ეტაპობრივად განხორციელდება.