14-05-2020
ბოლნისის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, კორონავირუსზე შესწავლილი 86 ნიმუშიდან 15 მათგანი დადებითია.
დადასტურებული შემთხვევებიდან შვიდი არის სოფელ მუშევანთან დაკავშირებული პირი, ხოლო რვა სოფელ გეტას კლასტერიდანაა.
საერთო ჯამში, ლაბორატორიაში გაგზავნილი იყო 131 პირის საკვლევი მასალა. 45 პირის ანალიზზე კვლევა გრძელდება.
ამ დროისთვის, ბოლნისში 137 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგანაც 46 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.