გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უჰანში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება განახლდა

14-05-2020

ჩინეთის ქალაქ უჰანში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრადაა მიჩნეული, ინფექციაზე მასობრივი ტესტირება კვლავ განახლდა.

ტესტირების გადაწყვეტილება ჩინეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც უჰანში დიდი ხნის შემდეგ კოვიდინფიცირების ფაქტი 10 მაისს კვლავ გამოვლინდა.

"რადგან მათ მოხსნეს შეზღუდვები და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, შეიძლება იქ ვირუსის მეორე ტალღა წარმოიშვას", - განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმაენტონი ფაუჩიმ და იმედი გამოთქვა, რომ ეს არ მოხდება.

ცნობისთვის, ჩინეთმა კორონავირუსი უკვე დამარცხებულად გამოაცხადა და ქვეყანაში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. უჰანში საკარანტინო რეჟიმი 8 აპრილს გაუქმდა.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031