გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თელავის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

23-03-2018

თელავის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს წევრებთან ერთად სოფელ რუისპირისა და იყალთოს მოსახლეობა ესწრებოდა, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ბადურ რევაზიშვილი და მოქალაქე გიორგი მოსიაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მიწის გასხვისების საკითხის განხილვის შემდეგ მოხდა. 
თელავის საკრებულოს თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის გიორგი ბოტკოველის სხდომაზე მოსვლის ერთადერთი მიზანი, დაძაბულობის შექმნა და სხდომის ჩაშლა იყო. 
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი მოსულია აქ იმისთვის, რომ ჩაშალოს სხდომა და სხდომის ნორმალურ რეჟიმში წარმართვის საშუალება არ მოგვცეს. ერთ-ერთ საკითხად შევთავაზეთ განხილვა დღის წესრიგით განსახილველი საკითხების შემდეგ და ამის მოსმენაც არ უნდა, რადგან აქ სხდომის ჩასაშლელადაა მოსული"-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ. 

თავად "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივნის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით კი, ადგილობრივი მთავრობა ხალხს ატყუებს, საძოვრებს უსხვისებს და სარჩოს გარეშე ტოვებს. 
"მათ მოსახლეობას ყველა დაპირება მოატყუეს. ერთადერთი არტერია რომელიც დარჩა ხალხს, არის საძოვარი, სადაც ის ერთი ძროხა, რომელიც ჰყავთ, უნდა გაიყვანონ და აბალახონ, დღეს იმ მიწასაც უყიდიან და ლუკმა-პურის გარეშე ტოვებენ"-განაცხადა ბოტკოველმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930