15-05-2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 671 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 393 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 3873 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 404 ადამიანი რჩება.