15-05-2020
“განცხადებას მე და ბატონი თენგიზი გავაკეთებთ ერთად, ცოტა მოგვიანებით“-ამის შესახებ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის შენობის გადაცემის საკითხი აუცილებლად გადაწყდება:
“საზოგადოებისთვის ცნობილია სახელმწიფო ჰოსპიტალების, მათი მოცულობებისა და მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართ ჩემი დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, ინფექციურის საკითხი აუცილებლად გადაწყდება. თუ როგორ გადაწყდება, ამას საზოგადოება მოგვიანებით შეიტყობს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, გადაწყდება თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის გადაცემა წლის ბოლომდე, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა:
“ამის შესახებ განცხადებას მე და ბატონი თენგიზი გავაკეთებთ ერთად, ცოტა მოგვიანებით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.