15-05-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა რუსთავის გზატკეცილის, სოფელი ფონიჭალის, ფაბრიკის, მეფე სოლომონ II-ს, შოთა ნიშნიანიძის, ორთაჭალის, შავნაბადას, ალგეთის, დიმიტრი გულიას, გულუას, იოსებ გრიშაშვილის, გორგასლის, ხონელის, ხარფუხის, ტაბახმელის, ცურტაველის, წინანაურის, ნადიკვარის, ფერიცვალების, უსახელოურის, საბატონოს, ხეივნის, ახალი ხეივნის, დიდი ხეივნის 1, 2, 3 ქუჩების, გაბრიელ ეპისკოპოსის, ბარათაშვილის და ბერძნის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
ქსელში გადართვების გამო კი 10:30 საათიდან 11:30 საათამდე დიდი ხეივნის 1, 2, 3 ქუჩების მაცხოვრებლები ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას.
ასევე გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან17 საათამდე შეზღუდვა გუმათჰესის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან18 საათამდე პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) და ცინცაძის ქუჩის მაცხოვრებლებს, ხოლო 10:30 საათიდან 11:30 საათამდე ჩოლოყაშვილის მოედნის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და არტურ ლაისტის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.