გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირველ კვარტალში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობამ16%-ით იკლო

15-05-2020

მიმდინარე წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 17.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. საქსტატის ინფორმაციით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.8 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.1 მილიონი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.0 პროცენტით არის შემცირებული.

2020 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 883.8 ათასს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 15.2 პროცენტით არის შემცირებული. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 765.3 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 13.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 69.1 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების5 წილმა 25.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2020 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 197.2 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 22.3 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 7.3 პროცენტიან კლებას 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

ვიზიტორების უმრავლესობა, 48.7 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 33.2 პროცენტს შეადგენდა.

2020 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 31.9 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და ქვემო ქართლში, შესაბამისად, 559.3 ათასი და 241.3 ათასი ვიზიტი.

2020 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.4 ღამე შეადგინა, რაც 2019 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (3.7 ღამე) 8.8 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 83.7 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2020 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1.0 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 12.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2019 წლის I კვარტალთან შედარებით 3.7 პროცენტით გაიზარდა და 922.4 ლარი შეადგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930