გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ-ში 108 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

15-05-2020

აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატში 108 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

სილვია გოლდშოლი ნიუ-ჯერსის შტატში, ქალაქ ალენდალის მოხუცთა სახლში ცხოვრობს. მას კორონავირუსით ინფიცირება გასულ თვეს დაუდგინდა.

აღნიშნულ ფაქტს შტატის გუბერნატორი, ფილ მიორფიც გამოეხმაურა.

„საოცარი ცხოვრება, საოცარი სულისკვეთება და სიძლიერის საოცარი გამოვლინება“, - დაწერა გუბერნატორმა Twitter-ზე.

აღსანიშნავია, რომ სილვია გოლდშოლი 7 წლისა იყო, როდესაც 1918 წელს ე.წ. „ისპანკა“ გავრცელდა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

„ყველაფერს გადავურჩი, რადგან გადარჩენის მტკიცე განწყობა მქონდა“, - განაცხადა სილვია გოლდშოლმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031