15-05-2020
14 მაისს, აზერბაიჯანის ისტორიულ ქართულ კუთხეში – საინგილოში, ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულში 18 წლის ქართელი სტუდენტი ილია ჭავჭავაძე მოკლეს.
ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ადგილობრივებზე დაყრდნობით საინგილოს მკვლევარმა სერგი კერესელიძემ აცნობა.
გარდაცვლილი ახალგაზრდა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობდა და სუპერმარკეტ “სპარში” მუშაობდა.
საზარელი მკვლელობა ახალგაზრდების ჩხუბის დროს, დანის გამოყენებით მოხდა და სამი ჭრილობიდან ერთ-ერთი – გულ-მკერდის არეში სასიკვდილო აღმოჩნდა.
ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ის ქართველი-ინგილო გახლდათ. მისი აზერბაიჯანული სახელი და გვარია ილიაზ ილიაზოვია.
ცნობილია მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა. დანაშაულისთვის დაკავებულია 16 წლის ადგილობრივი.