15-05-2020
"რუსეთი უკანასკნელია მათ შორის, ვისაც COVID-19-ის სიკვდილიანობის სტატისტიკის დამალვა სურს",- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა RBC მედიაჰოლდინგთან ინტერვიუში განაცხადა.
ლავროვმა ასევე უპასუხა კითხვას Financial Times-ისა და New York Times-ისთვის აკრედიტაციის შესაძლო გაუქმების შესახებ, იმ მასალების გამო, რომელიც მათ რუსეთში კორონავირუსის სივდილიანობის სტატისტიკის შესახებ გამოაქვეყნეს.
"ამის შესახებ არ მსმენია. პრინციპში, მე წინააღმდეგი ვარ ჟურნალისტების საქმიანობის სასამართლოს გზით დარეგულირების, მაგრამ ჟურნალისტები, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი უნდა იყვნენ იმაზე, რასაც აქვეყნებენ",- აღნიშნა ლავროვმა.
ცნობისთვის, Financial Times– მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი რუსეთის ფედერაციაში შეიძლება ოფიციალურ მონაცემებზე 70%-ით მეტი იყოს.
რუსეთში კოვიდინფიცირების 263 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 2 418 ადამიანი.