გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან გოფოძე: თუ საჭირო გახდა, კრიტიკულ პაციენტთან პლაზმით მურნალობასაც განვიხილავთ

15-05-2020

"გყავს კვლავ ერთი კრიტიკული პაციენტი. იგი მართვით სუნთქვაზე ყოფნას საჭიროებს. მიმდინარე მკურნალობის ფარგლებში მისი მდგომარეობა მცირედით დასტაბილურდა, თუმცა თუ საჭირო გახდა მისი მკურნალობის ყველა შემთხვევას განვიხილავთ",- ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ კრიკიტული პაციენტის პლაზმით შესაძლო მკურნალობის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკაში ახალი ინიფიცრებულები არ მიუღიათ, თუმცა დღეს შეიძლება ბოლნისის კლასტერიდან ინფიცირებული პირები სხვა კლინიკიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანონ.

"ახალი პაციენტები არ გვყავს, დღეს ერთი გამოჯანმრთელებული ტოვებს კლინიკას, ხოლო რეტესტირება ჩაუტარდება 10 პაციენტს",- აღნიშნა ლევან გოფოძემ.

საქართველოში კოვიდინფიცირების 671 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 393 და გარდაცვლილია 12 პაციენტი.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930