15-05-2020
ბელარუსმა ამერიკული ნავთობის მიღება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ამერიკული ნავთობის მიღება მომარაგების წყაროების დივერსიფიცირების სახელმწიფო სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს“, - აღნიშნავენ უწყებაში.
აშშ-დან ნავთობის მიღების შესახებ შეთანხმებას მხარეებმა მიმდინარე წლის თებერვალში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრაზე მიაღწიეს.
მანამდე რუსეთი და ბელარუსი 2020 წელს რუსული ნავთობის შეღავათიანი ფასებით შესყიდვაზე ვერ შეთანხმდნენ. 2019 წელს ბელარუსი რუსულ ნავთობს მსოფლიო ფასებთან შედარებით 20%-ით იაფად ყიდულობდა. 2020 წლის იანვრიდან კი ეს მიწოდება შეწყდა, რის შემდეგაც ლუკაშენკომ მთავრობას რუსული ნავთობის ალტერნატივის მოძებნა დაავალა.