გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხმამაღლა საუბრის დროს კორონავირუსი ჰაერში 14 წუთი რჩება – ახალი კვლევა

15-05-2020

ხველება და ცემინება ვირუსებით გაჯერებული წვეთების გავრცელების ერთადერთი წყარო არ არის.

 

ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც PNAS-ში ში გამოქვეყნდა, აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უბრალო საუბრის დროსაც კი ადამიანები ორალური სითხის ათასობით პატარა ნაწილაკს გამოჰყოფენ. შესაბამისად, ვირუსი ლაპარაკითაც ვრცელდება. ამის შესახებ technologyreview წერს.

 

მკვლევრებმა მოხალისეებს ერთიდაიგივე ფრაზების გამეორება სთხოვეს და საუბრისას გამოტყორცნილი წვეთები სენსიტიური ლაზერით გაზომეს. მეცნიერები შემდეგ დასკვნამდე მივიდნენ – ხმამაღლა მოსაუბრეების ნერწყვი უფრო შორს ვრცელდება და ჰაერში უფრო დიდ ხანს, დაახლოებით 14 წუთს რჩება.

 

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტი კონტროლირებად, დახურულ გარემოში ჩატარდა, კვლევა საკმაოდ რელევანტურია.

 

მარტივად რომ ითქვას ინფიცირებული ადამიანები ვირუსის გავრცელების საფრთხეს, ლაპარაკის დროსაც წარმოადგენენ. რა თქმა უნდა, ადამიანებს ლაპარაკს ვერავინ აუკრძალავს. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო ნიღბების ტარება.

პრაიმტაიმი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031