15-05-2020
გუდაური კობის მონაკვეთზე სატვირთო მანქანა დაიწვა.
„პრაიმტაიმს“ ამსახველი ფოტოები ადგილიდან ცოტა ხნის წინ მიაწოდეს.
ვითარება ამ წუთებში ხდება.
როგორც „პრაიმტაიმს“ აცნობეს დაშავებული არავინ არ არის. მძღოლმა სატვირთოდან გადმოსვლა მოასწრო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლთან ან მომატებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.
ადგილზე 3 სამაშველო ბრიგადა მუშაობს.
ფოტო: გოგა ჩანადირი