15-05-2020
საგანგებო მდგომარეობის არ გაგრძელება არ ნიშნავს იმას, რომ ყველა შეზღუდვა ერთბაშად იქნება მოხსნილი, ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენ, ყველამ ერთად უკიდურესი სიფრთხილით ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა გავხსნათ ჩვენი ეკონომიკა, რათა ეს კრიზისი ქვეყნისთვის გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებსაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ.
„მინდა თითოეულ თქვენგანს მოვუწოდო დავიცვათ ის წესები, რომლის რეკომენდაციასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ - პირბადე, სოციალური დისტანცია, ჰიგიენის წესები და ა.შ. ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ გლობალურ კონკურენციაში ვიყოთ ეფექტურები და ჩვენი ეკონომიკა სწრაფად აღდგეს, - განაცხადა გიორგი გახარიამ.