გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისის სოფელ გეტაში მოსახლეობის შემოწმება PCR ტესტირების მეთოდით მიმდინარეობს

15-05-2020

სოფელი გეტა მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. სოფელში უკვე შევიდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები, რომლებიც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად მოქალაქეებს PCR ტესტირებასა და თერმოსკრინინგს უტარებენ.

PCR ტესტის მეშვეობით, მოსახლეობის მასობრივი შემოწმების პროცესს დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 139 შეადგინა. ამათგან 17 ახალი შემთხვევაა. COVID-19-ისგან მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელი 49 პირი განიკურნა, 3 კი გარდაიცვალა.

სოფელ მუშევანსა და გეტაში მცხოვრები მოქალაქეები, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, თბილისში, მკურნალობის მიზნით, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებულებებში არიან გადაყვანილები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031