15-05-2020
„ძალიან სამწუხაროა, კახა ოქრიაშვილის განცხადება. ჩვენ გვექნება პრინციპული პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. თუმცა, თუ იქნება ყველა სხვა პარლამენტარების მხარდაჭერა მათ შორის, ოპოზიციიდან გარდა, იმ პოლიტიკური პარტიებისა, რომლებიც აგრძელებენ სპეკულაციებს, ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც გვაქვს რესურსი, რომ დამოუკიდებელ დეპუტატებთან და დამატებით, ორ ფრაქციასთან ერთად, მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები. ამისთვის საკმარისია ხმების რაოდენობა. რეზერვში რჩება რამდენიმე ხმაც კი. თუ ყველა მათგანი მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას ამ შემთხვევაში, ეს ცვლილება აუცილებლად დამტკიცდება. ჩვენ გვაქვს ამ ოპტიმიზმის საფუძველი“, - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.