15-05-2020
„პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მზადყოფნა გამოთქვა პარლამენტში ისაუბროს პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით თუ რა ზომებს იღებდა მთვარობა და რა ქმედებების შედეგია ის, რომ ჩვენ ერთ-ერთი სამაგალითო და წარმატებული ქვეყანა ვართ მსოფლიოში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.
მისივე თქმით, პრემიერმინისტრი პარლამენტის წინაშე წარსდგება და საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენელებს შესაძლებლობა ექნებათ კითხვები დაუსვან მას და ისინი მიიღებენ შესაბამის პასუხებს.