15-05-2020
„მნიშვნელოვანია რომ უქმდება საგაგებო მდგომარეობა, მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს გვაძლევს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის განახლების საშუალებას“, - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთნ დაკავშირებით.
თუმცა, მან ასევე დასძინა, რომ: „როგორც პრემიერმა აღნიშნა ძალაში დარჩება მთელი რიგი შეზღუდვები და ამ შეზღუდვების ძალაში დატოვებას სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო უზრუნველყოფა. საუბარია არსებითად საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე."
"შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებული და ინიცირებულია და მომდევნო კვირაში, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე ჩვენ მივიღებთ ამ კანონს“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.