15-05-2020
„პასუხები არსებობს. კითხვებზე, რომელიც საზოგადოებაში არის დაგროვებული, პრემიერი ბუნებრივია გასცემს ამომწურავ და დეტალურ პასუხს“,-განაცხადა ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მიერ პრემიერ- მინისტრის პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარების თაობაზე.
„ბუნებრივია პრემიერს არანაირი პრობლემა არ აქვს საქართველოს პარლამენტში გამოცხადების. რადიკალურმა ოპოზიციამ იცოდა რა, რომ ამ თვის ბოლომდე წერილობითი ანგარიში უნდა წარმოდგენილიყო რეგლამენტის მიხევით საქართველოს პარლამენტში და შემდეგ თვეში ისედაც უნდა გამოცხადებულიყო პრემიერი და ვრცელი ანგარიში გაეკეთებინა პარლამენტის წინაშე, გამოიძახეს ინტერპელაციის წესით, მაგრამ არც ეს არაა პრობლემა. ინტერპელაციის წესითაც მოვა და შემდეგ ანგარიშსაც წარმოადგენს. ასე რომ ორივე საკითხი იქნება ამოწურული და ვრცელ, დეტალურ ინფორმაციას წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.