გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ბოლნისის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

15-05-2020

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, ქალაქ ბოლნისსა და სოფლებში: ფარიზში, ქვეშსა და რატევანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

მონიტორინგის ფარგლებში, ზვიად ჭუნაშვილმა ქალაქ ბოლნისში მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩებზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა. ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლთან ერთად, რატევანში შიდა საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოებსაც გაეცნო.

ზვიად ჭუნაშვილი ქვეშის ციხემდე მისასვლელი გზის მშენებლობის პროცესსაც დაესწრო. ისტორიული პროექტის განხორციელებისთვის 594 986 ლარია გამოყოფილი.

ზვიად ჭუნაშვილმა და კონსტანტინე კორძაძემ, ასევე სოფელ ფარიზში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობაც მოინახულეს. სოფელში 500 გრძივ მეტრზე, ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება, ინფრსატრუქტურული პროეტის ფარგლებში, ასევე 400 გრძივ მეტრზე სარწყავი არხის რეაბილიტაციაც მოხდება.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით ხორციელდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930