გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებისას ფინანსური სარგებელი არის უკანასკნელი, რაზეც ფიქრობენ

16-05-2020

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებისას „სარგებელი არის უკანასკნელი, რაზეც ფიქრობენ“. ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა ბრიფინგზე შეკითხვას, იქნება თუ არა ვაქცინის ფასი ხელმისაწვდომი სხვა ქვეყნებისთვის.

ამავე დროს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ვაქცინის შემუშავებისას მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან თანამშრომლობს.

„პატივმოყვარეობა არ გვაქვს. ვინც არ უნდა მიიღოს ვაქცინა, ვფიქრობთ, ეს შესანიშნავია. ჩვენ ვიმუშავებთ მათთან. ისინი იმუშავებენ ჩვენთან. ისევე, როგორც, ჩვენ თუ მივიღებთ ვაქცინას, ვიმუშავებთ მათთან“, – განაცხადა ტრამპმა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაჩქარებული შემუშავების პროგრამა წარადგინა სახელწოდებით „Operation Warp Speed“. ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინის შექმნა წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.

1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031