16-05-2020
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია პატიმრობიდან ახალგათავისუფლებულ გიგი უგულავას მხარდამჭერებთან და თანამებრძოლებთან ერთად სახლში დახვდა.
ფაქტის ამსახველ ვიდეოს მელია სოციალურ ქსელში შემდეგი წარწერით აქვეყნებს:
„წინა გათავისუფლებაზე ვერ დავხვდი ციხესთან, მეტიც, ურთიერთობაც არ გვქონდა, რაზედაც მართალი გითხრათ, ყოველთვის თავისებური დისკომფორტი მქონდა, მაგრამ ბიძინა „კარგად“ გვყავდეს და ეს დისკომფორტიც გავანულე – ამჯერად შინ, ოჯახში დავხვდი და ჩადგმით მივულოცე გიგის თავისუფლება! მალე ყველა პოლიტიკური ნიშნით დაკავებულსაც მივულოცავ!“, – წერს
შეგახსენებთ,15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იღებს მისთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას და იწყალებს გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილს.